logo
ENG



"წყარო მანახეთ" - კრამონი 100 ევროპარლამენტარზე ღარიბაშვილის ბრალდებებს ეხმაურება

13 მარ 202309:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/13/zjdzu8bbtuxnrg4.png

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს, რომ "100 ევროპარლამენტარი კორუფციის სკანდალშია გახვეული", ფონ კრამონი ამბობს, რომ მას აინტერესებს წყაროს ნახვა, რომელზე დაყრდნობითაც ღარიბაშვილმა ეს განცხადება გააკეთა.

"საკმაოდ საინტერესოა, რომ ამ ევროპარლამენტარების უმეტესობა სოციალისტების და დემოკრატების ჯგუფიდან არის, რომელიც ქართული ოცნების პარტნიორი პარტიაა. მაგრამ სად იპოვა ღარიბაშვილმა რიცხვი 100? მან ჩვენზე მეტი იცის. მაინტერესებს წყაროს ნახვა, თუ შეიძლება."- წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

* * * 

"იმედის" ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 100 ევროპარლამენტარი კორუფციის სქემაშია გახვეული და, რომ "ევროპარლამენტმა ჯობს თავის თავს მიხედოს. 

"ევროპარლამენტმა ჯობს თავის თავს მიხედოს. 100 ევროპარლამენტარი კორუფციის სკანდალშია გახვეული, ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას? და მე ერთ-ერთი ევროპარლამენტარის განცხადებაც კი მოვისმინე ამ არეულობის დროს, როცა გახურებული იყო დაპირისპირება პოლიციას და ანარქისტებს შორის, აგრესიულ ბრბოს შორის, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ ჩვენს პოლიციას, მაშინ რამდენიმე ევროპარლამენტარი გამოდიოდა და იძახდა, ახლა არის საჭირო რეჟიმის შეცვლა და დამხობა. მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ. აი, ეს არის მთავარი მიზანი."


close დახურვა